Thumbnail

'კონტრაქტი არც კი შემოუთავაზებიათ' - ფეტელი ფორმულა 1-დან წასვლაზე დაფიქრდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ "ფერარის" მისთვის კონტრაქტის განახლება არ შეუთავაზებია, გერმანელი მრბოლელი არც ფორმულა 1-დან წასვლას გამორიცხავს...

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

"ცხადია, ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როცა მატია ბინოტომ დამირეკა და მითხრა, რომ "სკუდერიას" მომავალში ჩემთან თანამშრომლობის სურვილი აღარ აქვს. ჩემთვის არასდროს არ შეუთავაზებიათ ახალი კონტრაქტი, ამიტომაც არ ყოფილა არანაირი განხილვები ან უთანხმოეები ამის გამო. 

ფეტელი და მისი გუნდი შპილბერგის ტრასას ათვალიერებენ

უნდა დავრწმუნდე, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში ბევრს მივაღწიე, მოტივაცია არ მაკლია და კიდევ მეტის მიღწევა სურს. მაგრამ ამისთვის ირგვლივ შესაფერისი ხალხი და ტექნიკა მჭირდება. ახლა სწორედ ამის ძიებაში ვარ. თუ ვერაფერს ვიპოვი, მოვძებნი სხვა რამეს. ეს იქნება კარიერის დასრულება თუ პაუზა, ჯერ არ ვიცი. თუ კარს გავიჯახუნებ, გადაწყვეტილებას აღარ შევცვლი, ასე რომ, ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე", - განუცხადა ფეტელმა Motorsport Week-ს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ავსტრიის გრანპრის?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის სეზონი დაგვიანებით, კვირას გაიხსნება, პირველი ავსტრიის გრან-პრია. 

კომენტარები

ბოლო ამბები