Thumbnail

'ხელშეკრულება შეწყდა' - ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისი დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 30 წლის ქართველი თავდამსხმელი კლუბში შარშან შემოდგომაზე ჩაირიცხა
  • ლევანმა დინამო ბათუმთან მატჩში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა

30 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დინამო თბილისის რიგები დატოვა. ამის შესახებ განცხადება დინამოელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

“ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა დინამო დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში”.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა მჭედლიძე გასული წლის სექტემბერში წარადგინეს. ლევანმა, რომელსაც ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა, 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და დინამო ბათუმთან თამაშში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, რომელმაც მისი გუნდის გაჩემპიონებაში დიდი როლი ითამაშა.

ქართველ თავდამსხმელს, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური 32 მატჩში მოურგია, კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული. ის ემპოლიში 2008-2019 წლებში ირიცხებოდა, შუალედში კი 2 წელი პალერმოში ითამაშა. თუ სად გააგრძელებს მჭედლიძე, ჯერჯერობით, უცნობია.

📣 ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა...

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 02 ივლისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები