Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას სავარაუდო ტრანსფერზე მეტი დეტალია ცნობილი
  • მოსკოვის ცსკა ფორვარდ ანდრეი ვორონცევიჩს დაემშვიდობა

რუსული და ევროპული წყაროები უკვე დარწმუნებით წერენ, რომ თორნიკე შენგელიას ტრანსფერი რუსულ ცსკა-ში გადაწყვეტილია. ბოლო საათებში კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი...

ბასკეთში ტრიუმფით დაბრუნებულ ბასკონიას ვიტორიაში შეხვედრა მოუწყეს, რომელიც დღეს გაიმართა.

თორნიკე დღევანდელ შეხვედრაზე

თორნიკე შენგელია: "განუმეორებელი სეზონი გამოგვივიდა, რომელშიც ერთი წუთითაც არ გვიფიქრია დანებება, მიუხედავად სირთულეებისა. ეს ქალაქი, ეს ხალხი, ჩემპიონის ტიტულს იმსახურებს". 

დიდი ალბათობით, ბასკონიასა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბოლო მატჩი ბასკონიას შემადგენლობაში?

ყველაზე რთული ქართველი მძიმე ფორვარდის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის შეთანხმება ყოფილა, თუმცა საბოლოოდ ბასკური და რუსული კლუბები ამაზე მორიგდნენ. ბასკონია საკმაოდ სერიოზულ კომპენსაციას მიიღებს, რომლის რაოდენობაც საიდუმლოა, თუმცა "მარკას" ინფორმაციით, ის დაახლოებით მილიონი ევროა.

რაც შეეხება პირად კონტრაქტს შენგელიასა და ცსკა-ს შორის: რჩება შესათანხმებელი მცირე დეტალები, თითქმის ფორმალობები. ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი, რომლის თანახმადაც ზაფხულში NBA-ს კლუბებს ქართველი კალათბურთელის გამოსყიდვა შეეძლებათ.

როდის გაოფიციალურდება ეს ტრანსფერი? ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ეს დღეების, ან სულაც საათების საკითხია. მოსკოვის ცსკა ფორვარდ ანდრეი ვორონცევიჩს დაემშვიდობა და შემადგენლობაში ადგილი გამოათავისუფლა. შემდეგი ქმედება, სავარაუდოდ, შენგელიას ტრანსფერის გამოცხადებაა.

28 წლის შენგელიას ბასკონიასთან 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აქვს. 

BasketEurope.com ამ სავარაუდო გარიგებას ევროლიგის ისტორიაში უდიდეს ტრანსფერს უწოდებს. თორნიკე შენგელია 2014 წლიდან ბასკონიაში თამაშობს. ახლახან მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბარსელონასთან ფინალში ქართველმა ლეგიონერმა 14 ქულა ჩააგდო.  

კომენტარები

ბოლო ამბები