Thumbnail

ინგლისურ მანჩესტერ სიტიში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება და პეპ გვარდიოლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნას აპირებს. ამ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

სიტის მწვრთნელი ცდილობს შემცვლელები მოუძებნოს გუნდიდან გასულ წელს წასულ ვენსან კომპანის, მიუნხენის ბაიერნში მიმავალ ლეროი სანეს და დავიდ სილვას, რომლის კარიერაც დასასრულს უახლოვდება. დიდი ალბათობით, მომავალი სეზონის თავზე მანჩესტერული გრანდიდან აიბარგებიან ფერნანდინიო და სერხიო აგუეროც, რომელთაც ახალგაზრდები ასევე აღარ ეთქმით.

სწორედ ამიტომ, პეპი გასაშვებთან ერთად, სასურველი ფეხბურთელების სიასაც ადგენს და მასში, პირველ რიგში, ნაპოლის წევრი კალიდუ კულიბალი და ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ალაბა შეიყვანა. როგორც ირკვევა, გვარდიოლას განსაკუთრებით ავსტრიელის უნივერსალიზმი ხიბლავს. ალაბას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ასევე – დაცვის ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სიტის 31 ტურის თავზე 63 ქულა აქვს და დიდი ალბათობით, ტურნირს მე-2 ადგილზე დაარულებს. მანჩესტერელებს მომდევნო მატჩი დღეს ვადაზე ადრე გაჩემპიონებულ ლივერპულთან ელით და ცხადია, რომ ეს ტურის მთავარი თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები