Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას ‘დეილი მეილი’ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი კოვიდ-19-ით Adria Tour-ზე დაინფიცირდა და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი 23 ივნისს გახდა. ტურნირზე კორონავირუსით ასევე დაინფიცირდნენ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ხორვატი ბორნა ჩორიჩი, სერბი ვიკტორ ტროიცკი, მისი ფეხმძიმე ცოლი და ასევე რამდენიმე მწვრთნელიც.

ტურნირი შეწყდა და გაუქმდა, ჯოკოვიჩი კი ყველამ მკაცრად გააკრიტიკა, რადგან ‘ნოლე’ Adria Tour-ის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ATP ტური აგვისტოს დასაწყისში, ვაშინგტონის ტურნირით განახლდება. სეზონის რესტარტის შემდეგ სამი მასტერსი და ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის ღია პირველობები იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები