Thumbnail
  • არენა უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს
  • ბათუმის ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი.

მოედნის საფარი აგრძელებს სავეგეტაციო პერიოდს. სპეციალისტების დაკვირვებისა და ზედამხედველობის შედეგად ბალახი კიდევ უფრო უახლოვდება სათამაშო კონდინციას.

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

📸 ბათუმის სტადიონი

ბათუმის სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, 20 000 მაყურებელს დაიტევს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები