Thumbnail

PREVIEW | საპატიო ტაში და ნადირობა ახალ რეკორდებზე - ჩემპიონებს ეტიჰადზე ელიან

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 2 ივლისი | ⌚ 23:15 | ⚽ სიტი V ლივერპული
  • კლოპის გუნდს მანჩესტერში საპატიო ტაშს დაუკრავენ

პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩში, უკვე ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, იურგენ კლოპის ლივერპული გასვლაზე მანჩესტერ სტის დაუპირისპირდება, სადაც გერმანელის გუნდს, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მანკუნიანელები ეტიჰადიდან საპატიო ტაშით გააცილებენ.

"მთელი სეზონი ჩვენ შარშანდელის აჩრდილი ვიყავით..." - ამბობდა გვარდიოლა ჩელსისთან მარცხის შემდეგ, ლივერპულის გაჩემპიონებისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში. "30 წელი არ ჰქონდა კლუბს მოგებული ჩემპიონატი, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, ყველა მატჩი ისე ითამაშეს, როგორც ბოლო."

ჩელსის ბრიჯზე გამარჯვების შემდეგ, Sky Sports-ის სტუდიაში იურგენ კლოპი პირდაპირ საჩემპიონო წვეულებიდან ჩაერთო - "კენი, ეს გამარჯვება შენ გეძღვნება..." - მიმართა აცრემლებულმა კლოპმა ლივერპულის ლეგენდას და ბოლო მწვრთნელს, ვინც გუნდით ინგლისის ჩემპიონატი მოიგო - სერ კენი დალგლიშს.

ლივერპული შემდეგ ტურში, 5 ივლისს ენფილდზე ასტონ ვილას ეთამაშება. თუმცა ჩემპიონობის აღნიშვნა მერსისაიდელებს უცნაურ გარემოში, ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევთ. ქალაქში საჩემპიონო სვლაც დიდი ალბათობით არ შედგება - შესაძლოა, კლუბმა მსგავსი სახის აქტივობები პანდემიის მიერ შექმნილი რეგულაციების გაუქმების შემდეგ გადადოს, თუმცა ეს როდის იქნება არავინ არ იცის.

საინტერესო ფაქტები

⚽ 3.5 გოლი და 4.5 ყვითელი ბარათი - ასეთია ამ გუნდებს შორის ბოლო 6 მატჩში ნაჩვენები საშუალო მაჩვენებლები.

⚽ სიტიმ ეტიჰადზე ბოლო 7 მატჩიდან, ექვსი მოიგო - შვიდივე შეხვედრაში მანჩესტერელებმა მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს.

⚽ ლივერპულს ეტიჰადზე ბოლო 4 მატჩია არ მოუგია - 1 ფრე, 3 წაგება. 0.6 - გაშვებული ბურთების საშუალო მაჩვენებელი კი ასეთია.

⚽ ლივერპული სეზონის დასრულებამდე შემდეგ რეკორდებზე ნადირობს - ყველაზე მეტი ქულა, ყველაზე მეტი მოგება, სახლში ყველაზე მეტი მოგება, გასვლაზე მოგება...

⚽ სიტიმ ზედიზედ ბოლო 3 შეხვედრაში, პირველ ტაიმში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ბოლო 21 მატჩი, სადაც ლივერპული პირველ ტაიმში წინ გავიდა, სკაუზერებმა ყველა მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-3-3): ედერსონი - მენდი, ლაპორტი, ოტამენდი, უოკერი - დ.სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინი - ბ.სილვა, სტერლინგი, მაჰრეზი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, ვან დაიკი, გომესი, რობერტსონი - ფაბინიო, ვაინალდუმი, ჰენდერსონი - მანე, სალაჰი, ფირმინო.

კომენტარები

ბოლო ამბები