Thumbnail
  • გრაცის შტურმის ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
  • 24 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი ისევ დამარცხდა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის 24 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გოლის გატანას ავსტრიის ბუნდესლიგის ზედიზედ მეორე მატჩში ახერხებს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გუნდი წაგებათა სერიას ისევ აგრძელებს. 

გრაცის გუნდმა საჩემპიონო ჯგუფში მორიგი მატჩი სტუმრად ზალცბურგთან ჩაატარა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ეს შტურმისთვის, რომელმაც მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა, ზედიზედ მეხუთე წაგებაა. 

რაც შეეხება კიტეიშვილს, რომელმაც თავი წინა ტურში, ვენის რაპიდთან შეხვედრაშიც გამოიჩინა,  ზალცბურგთან შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი 79-ე წუთზე გაიტანა. 

ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე, რომლის მომავალს მედია ბოლო დროს თურქულ ფენერბაჰჩეს უკავშირებდა, ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე პასია.

გრაცის შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს, ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს კი 5 ივლისს, შინ ჰარტბერგთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები