Thumbnail

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება ჩემპიონატი ნარდში - გიხსნით ყველაფერს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებას ონლაინ-პლატფორმა მასპინძლობს. 

რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელიც 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, შესაძლებელია როგორც უფასო ბილეთის მოპოვებით, ასევე ფასიანი რეგისტრაციით. საკვალიფიკაციო პირველობები სტარტს 5 ივლისიდან აიღებს და ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება. 

რეგიონალურ ონლაინ ჩემპიონატში მოხვედრის ერთ-ერთი გზა ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებში გამარჯვებაა, სადაც ჯამში 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. უფასო ბილეთის მოპოვება ასევე შესაძლებელია ლიდერბორდებში საპრიზო ადგილებზე მოხვედრით, სადაც ჯამში 20 ბილეთი გათამაშდება. ჯამში ტურნირზე მოხვედრის 3 სხვადასხვა გზა არსებობს:

✅ ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებზე რეგიონალური ჩემპიონატის ჯამში 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ქეშ მაგიდებისა და სპინ თამაშების 2 დამოუკიდებელ ლიდერბორდში რეგიონალური ჩემპიონატის ჯამში 20 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ბაი-ინით რეგისტრაცია, 5 ივლისის 00:00 საათიდან ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, შესაძლებელია 100₾-ად.

რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართება, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციისა და ევროპაბეთის თაღლითობის კონტროლის დეპარტამენტის მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა სამართლიან თამაშს. არასამართლიან თამაშში შემჩნეული მოთამაშე გათამაშებიდან მოიხსნება.

პროფესიონალური ნარდის ონლაინ ჩემპიონატი

"სამართლიან თამაშსა და უსაფრთხოების სისტემას მაქსიმალურად გავაკონტროლებთ. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპაბეთის ტექნიკური პერსონალიც შევა. მონაწილის საეჭვო თამაშის შემჩნევის შემთხვევაში, სპეციალური პროგრამით ტესტირების შედეგად, დავადგენთ, საქმე უნებლიე შემთხვევასთან გვაქვს თუ განზრახ ქმედებასთან", - აცხადებს საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი.

რეგიონალურ ონლაინ ჩემპიონატზე მთავარი მსაჯი საქართველოს სპორტული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაქარ მათიკაშვილი იქნება. ჩემპიონატზე ასევე იმსაჯებენ: იაკობ გარალი (უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები: კარენ სარქისიანი, დავით ტლაშაძე და ვლადიმერ ხარხელაური.

"სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოთამაშეები მანიპულაციებს მიმართავენ და მსოფლიო პრაქტიკაში, ასეთ დროს, მოთამაშეს პირველივე ჯერზე დისკვალიფიკაციით სჯიან. ჩვენს ჩემპიონატზე მკაცრი კონტროლი გვექნება. გამოვიყენებთ სპეციალურ პროგრამებს, რომელთა მეშვეობით, ავტომატურად დაფიქსირდება მანიპულაციის მცდელობა. მათი გამოყენებით შევამოწმებთ, მოთამაშე ნამდვილად თვითონ თამაშობს თუ რომელიმე პროგრამას იყენებს. ჩემპიონატზე სხვა ტიპის თაღლითობა გამორიცხულია", - აცხადებს კარენ სარქისიანი.

ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება - 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები