Thumbnail
  • 📅 3 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V ხეტაფე
  • ხეტაფეს რეალისთვის გოლის გატანა ტრადიციულად უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

თუ "სამეფო კლუბი" "ალფრედო დი სტეფანოზე" ხეტაფეს დაამარცხებს, ლა ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ბარსელონას 4 ქულით გაუსწრებს. ეს კი ტიტულზე სერიოზული განაცხადია...

ბორდალასის ხეტაფე, რომელსაც რეალის კარში გოლის გატანა ტრადიციულად უჭირს, სტუმრობს გუნდს, რომელსაც ლა ლიგის ამ სეზონში საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს. ასე რომ, რეალი აშკარა ფავორიტია.

ზიდანი პრესკონფერენციაზე

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ვამაყობ იმით, რაც ამ დღეებში ჩემმა ფეხბურთელებმა შეძლეს. ეს არ იყო იოლი გასაკეთებელი. ჩვენი გეგმა ასეთია: იგივე უნდა გავიმეოროთ დარჩენილ 6 ფინალში. ჩვენ კარგ პოზიციაში ვიმყოფებით, მაგრამ ვიცით, რომ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და ჩემი აზრით, მზად ვართ ხეტაფესთან დაპირისპირებისთვის. ედენ აზარი ყველამ იცის, რა დონის ფეხბურთელიც არის, ეს კარგად ესმის მის ვიზავებსაც, მაგრამ იმედი მაქვს, მასზე "ნადირობა" ოდესმე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, მოკლე ხანში, ედენი კიდევ უკეთ ათამაშდება.

ამ წუთისთვის ბარსელონას ქულით ვუსწრებთ, მეტი არაფრით. დიახ, ზედიზედ ხუთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ თუ ამ სერიას არ გავაგრძელებთ, არაფერი გამოვა. თუ ხვალ მოვიგებთ, არც ეს იქნება გადამწყვეტი - სანამ ჩემპიონები არ გავხდებით, შანსებზე არ ვილაპარაკებ. არაფერი არ დასრულებულა. მსგავს სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ ფეხბურთელობის დროს. ეს უკვე გამოვიარე, ასე რომ, ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან - ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ხეტაფესთან ბოლო 5 საშინაო მატჩში "სამეფო კლუბმა" 20 გოლი გაიტანა.

⚽ ხეტაფეს რეალისთვის ბოლო 3 მატჩია, გოლი ვერ გაუტანია.

⚽ რეალმა ხეტაფეს ბოლო 10 საშინაო დაპირისპირება მოუგო (ყველა შეჯიბრი).

⚽ რეალმა ხეტაფეს ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6-ში ტაიმიც მოუგო და მატჩიც.

⚽ რეალს შინ ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩია, სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

⚽ რეალი შინ ლა ლიგაში 16 მატჩია, რაც არ დამარცხებულა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-1-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო -ვინისიუსი, ბენზემა
ტრავმა: ნაჩო
დისკვალიფიკაცია: არავინ 

ხეტაფე (4-4-2): სორია - დ. სუარესი, ეჩეიტა, დაკონამი, ოლივერა - ეტებო, მაკსიმოვიჩი, არამბარი, კუკურელია - მოლინა, მატა
ტრავმა: კაბაკო (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები