Thumbnail

სებასტიან ფეტელი: ფერარიში ჩემი ბოლო სეზონია და მაქსიმუმს გავაკეთებ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამ უიქენდზე ფორმულა 1-ის დაგვიანებული სეზონი იწყება
  • სებასტიან ფეტელისთვის ეს ფერარიში ბოლო სეზონია

ფორმულა 1-ში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა სეზონის დაგვიანებული სტარტის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, 2020 წლის ბოლოს გერმანელი ფერარის დატოვებს და ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. ფეტელმა ‘სკუდერიაში’ თავის ბოლო სეზონზე ისაუბრა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

“რბოლები ყველას ძალიან მოგვენატრა, ტრასაზე დაბრუნებას მოუთმენლად ველით. არ დავმალავ, რომ თავიდან იძულებითი პაუზა სასიამოვნოც კი იყო იმის გამო, რომ ვისვენებდით. როგორც წესი, ფორმულა 1-ის მრბოლელებს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო გვაქვს ხოლმე. ეს პერიოდი მეც იმისთვის გამოვიყენე, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა. ფერარიში ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება და მაქსიმალურად მოვინდომებ,” - განაცხადა სებამ.

როგორც იცით, ფორმულა 1-ის სეზონი მომავალ შაბათ-კვირას, ავსტრიის გრანპრით იწყება. ფეტელი ამბობს, რომ შპილბერგის ტრასა ძალიან მოსწონს: “ძალიან მაგარი ტრეკია, რომელიც ყოველთვის მიყვარდა და მიზიდავდა - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ავტოდრომი მთებშია, მთები კი ძალიან მიყვარს. ერთ ტრეკზე ორი რბოლის ჩატარება უცნაური იქნება, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ - სხვანაირად არ გამოდიოდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ავსტრიის გრანპრის?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები