Thumbnail

მარადონა ესპანეთის ნაკრებში? დიეგოსთან ყველაფერი შეთანხმებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა დამატებითი ინტრიგა შეიძინა
  • დიეგო მარადონა ამჟამად არგენტინული ხიმნასია ლა პლატას მთავარი მწვრთნელია

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, შესაძლოა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. MARCA-ს ინფორმაციით, ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ანტონიო ტორესი დაიკავებს.

ყოფილი ფეხბურთელი და მსაჯი პრეზიდენტობის კანდიდატი თებერვალში გახდა, მისი კონკურენტი კი ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი ლუის რუბიალესი იქნება.

ტორესის თქმით, ის მარადონას წარმომადგენლებთან უკვე შეთანხმებულია, არგენტინელის დანიშვნის შემთხვევაში კი, მას მიზნად ესპანეთის ნაკრების 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლას დაუსახავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მარადონა არგენტინულ ხიმნასია ლა პლატას ავარჯიშებს და ამ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები