Thumbnail

ესპანური ბასკონიას ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Eurohoops-ის ინსაიდერი ნიკოს ვარლასი ავრცელებს:

“ეს ზღაპარს ჰგავს! თოკო შენგელიამ ოცნება აისრულა და ის პირობაც შეასრულა, რომელიც ბასკონიას ქომაგების წინაშე დადო – მან ლიგა ენდესას ჩემპიონის წოდება მოიპოვა. შენგელია ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რუსული კლუბი ბასკონიას თორნიკეს გამოსყიდვის შესახებ უკვე შეუთანხმდა”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში შენგელიას ბასკონიამ ფავორიტად მიჩნეულ ბარსელონას 69:67 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი 14 ქულა ჩააგდო.

თორნიკე ბასკონიას წევრი 2014 წლიდან გახლდათ, მისი ცსკა-ში ტრანსფერის თაობაზე კი, ბოლო 1 თვეა, აქტიურად იწერება. არსებული ინფორმაციით, მოსკოვური კლუბი ქართველი კალათბურთელის დამატების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გაავრცელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები