Thumbnail

ბურთი 105 კმ/სთ სიჩქარით - ეს გოლი რონალდოს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯენოა 1:3 იუვენტუსი
  • პორუგალიელმა გენუელებს გოლი უძლიერესი დარტყმით გაუტანა
  • თამაშის შემდეგ მკვლევარებმა ბურთის ფრენის სიჩქარე გაზომეს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, ჯენოასთან სტუმრად გამართულ სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრაში, ეფექტური გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 3:1.

პორტუგალიელმა ფორვარდმა თავი მატჩის 56-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. როგორც O Jogo წერს, კრიშტიანოს მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ, ბურთის ფრენის სიჩქარემ დაახლოებით 105 კმ/სთ-ს მიაღწია და როგორც ირკვევა, ეს ფორვარდის მიერ კარიერაში შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმაა.

საერთოდ კი, კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ყველაზე ძლიერ დარტყმებად, ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების სეზონში, მარსელთან შესრულებული საჯარიმო და 2012 წლის თებერვალში, ესპანეთის ჩემპიონატში ლევანტესთან გოლი სახელდება. იმ დარტყმების დროს ბურთის სიჩქარე დაახლოებით 120 კმ/სთ-ს აღწევდა.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე ძლიერი დარტყმის ავტორი ესპანელი ფეხბურთელი ხავიერ გალანია, რომლის მიერ 2002 წელს გატანილი გოლის მომენტში, ბურთი 129 კმ/სთ სიჩქარით მიფრანავდა.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში კრიშტიანო რონალდომ 25 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ტურინული გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილს 72 ქულით ლიდერობს. იუვენტუსს 4 ქულით რომის ლაციო ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები