Thumbnail

ლა ლიგა | მეშვიდასე და პანენკა - რეალის საჩემპიონო შანსი გაიზარდა [მიმოხილვა]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და ორი ქულა დაკარგა - 2:2.

კიკე სეტიენის ბარსა ქულით ჩამორჩება რეალს და თან "სამეფო კლუბს" თამაშით ნაკლები დარჩა. ამ შეხვედრაში ლიონელ მესიმ პენალტით კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. არგენტინელმა პენალტი პანენკას სტილში შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დიეგო კოშტამ (ატლეტიკო) კარიერაში პირველი ავტოგოლი გაიტანა ევროპის ტოპლიგებში (194 მატჩი ლა ლიგასა და 89 მატჩი პრემიერლიგაში). 

⚽ ლიონელ მესიმ (ბარსელონა) პირველ ტაიმში 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, მეტჯერ, ვიდრე ატლეტიკომ (4).

⚽ ლიონელ მესიმ პროფესიულ კარიერაში (ახალგაზრდულები არ ითვლება) მე-700 გოლი გაიტანა - 630 - ბარსელონას მაისურით, 70 - არგენტინის ნაკრების.

⚽ მესიმ ბოლო 10 კალენდარული წლიდან 9-ში 50 და მეტი გოლი გაიტანა. 

⚽ ბარსელონამ ბოლო 4 ტურში 3 ფრე ითამაშა, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 26 ტურში.

ბარსელონა 2:2 ატლეტიკო

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (11 ს.კ.), 1:1 საულ ნიგესი (19-პენ), 2:1 მესი (50-პენ), 2L:2 საულ ნიგესი (62-პენ)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი (90. გრიზმანი), ბუსკეტსი (85. ფატი), რაკიტიჩი (63. სერხი რობერტო) - მესი, ლუის სუარესი, პუჩი  

ატლეტიკო (4-4-2):  ობლაკი - არიასი, ფელიპე, ხიმენესი, ლოდი - საულ ნიგესი, თომასი, მ. ლორენტე (69. ჟოაო ფელიქსი), კარასკო (85. ლემარი) - ა. კორეა (85. ვიტოლო), დიეგო კოშტა (76. მორატა)

კომენტარები

ბოლო ამბები