Thumbnail

ვალენსიაში დასრულდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი. ფინალში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ბარსელონა 69:67 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა...

ბასკონია ესპანეთის ჩემპიონია

მატჩის შემდეგ ქართველმა კაპიტანმა AS-ს განუცხადა:

"არასდროს დაგვიკარგავს იმედი და ეს ყველაფერი ტიტულით დაგვიფასდა. მადლობა ღმერთს, დღეს გამარჯვება შევძელით. მაგრამ ამ ყველაფერს ის ფასი არ აქვს, რაც ფანებთან ერთად იქნებოდა. ამიტომ ამ გამარჯვებას ბასკონიას ფანებს ვუძღვნი.

ეს ივანოვიჩის მე-7 ტიტულია, ჩემთვის კი პირველი ბასკონიაში. ამ ექვსი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. წაგებები მნიშვნელოვან მატჩებში, ტრავმები... მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებულია".

თორნიკეს, რა თქმა უნდა კითხეს მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერზე, ქართველი კაპიტნის პასუხი მოკლე იყო: "დღეს მხოლოდ ზეიმის დღეა".

ბასკონიას კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მან 33:11 წუთში 14 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. მეტ ჯენინგმა 19:38 წუთში გუნდს 8 ქულა მოუტანა (თითო მოხსნა და პასი). 

ფინალის MVP ბასკონიას არგენტინელი ლეგიონერი ლუკა ვილდოსა გახდა (17 ქულა). ბარსელონაში საუკეთესო იყო ფრანგი ერტელი 21 ქულით. რაც შეეხება ნიკოლა მიროტიჩს, რომლის ვიზავიც შენგელია იყო, სულ 8 ქულა ჩააგდო.  

კომენტარები

ბოლო ამბები