Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსმა ჯენოასთან მარტივი გამარჯვება იზეიმა
  • ტურინელებმა ლაციოსთან ქულათა სხვაობა ისევ 4-მდე გაზარდეს

ტურინის იუვენტუსმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, იტალიურ სერია A-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და 29 ტურის თავზე, სატურნირო ცხრილში, ლაციოს ისევ 4 ქულით უსწრებს.

მაურციო სარის გუნდი დიდ უპირატესობა ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში ტურინელებმა ჯენოას კარში 3 ეფექტური გოლი გაიტანეს. თავი დიბალამ, რონალდომ და დუგლას კოშტამ გამოიჩინეს. ჯენოას მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ანდრეა პინამონტი იყო, რომელიც ინტერის საკუთრებაა.

იუვენტუსს 72 ქულა აქვს და ლაციოს 4 ქულით უსწრებს. რომაელებმა ამ ტურში ტორინოს 2:1 სძლიეს. ტურინელები მომდევნო მატჩს 4 ივლისს, სწორედ ტორინოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები