Thumbnail

ესპანეთის ACB ლიგის ჩემპიონი საქართველოს ნაკრების მოთამაშეების, თორნიკე შენგელიასა მეტ ჯენინგის ბასკონია გახდა. ფინალში, რომელიც ვალენსიაში გაიმართა ბასკურმა კლუბმა 69:67 დაამარცხა აშკარა ფავორიტი ბარსელონა.

კაპიტანმა გუნდს ფინალში 14 ქულა მოუტანა

ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მან 33:11 წუთში 14 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. მეტ ჯენინგმა 19:38 წუთში გუნდს 8 ქულა მოუტანა (თითო მოხსნა და პასი). 

ფინალის MVP ბასკონიას არგენტინელი ლეგიონერი ლუკა ვილდოსა გახდა (17 ქულა). ბარსელონაში საუკეთესო იყო ფრანგი ერტელი 21 ქულით. რაც შეეხება ნიკოლა მიროტიჩს, რომლის ვიზავიც შენგელია იყო, სულ 8 ქულა ჩააგდო. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის ჩემპიონატი ექსპერიმენტული ფორმატით განახლდა - 12 კლუბი ვალენსიაში ორ ჯგუფად შეიკრიბა. 

კომენტარები

ბოლო ამბები