Thumbnail

ტაისონ ფიური: თეთრკანიანი ვარ, მაგრამ 2020 წელს რასიზმისგან ვიჩაგრები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მსოფლიოს ჩემპიონს რასისტულ შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებენ
  • ბრიტანელი მოკრივე ირლანდიელი ბოშების ოჯახშია დაბადებული

WBC-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონაში, ბრიტანელი მოკრივე ტაისონ ფიური აცხადებს, რომ მუდმივად უწევს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის ატანა, რადგან თავად ირლანდიელი ბოშების შთამომავალთა ოჯახშია დაბადებული. 

"როდესაც საჭესთან ვიმყოფები, სხვა ავტომობილების ფანჯრებიდან თავგამოყოფილები ბოშა ქალს მიწოდებენ და შემდეგ აგრძელებენ გზას. ამის გამო არ ვშფოთავ, რადგან ასეთია ცხოვრება. ამას გამუდმებით ვაწყდებოდი და მომავალშიც ასე იქნება.

არის მხოლოდ ერთი რასა, ადამიანების რასა და ყოველთვის მის მხარეს ვარ. თეთრკანიანი ვარ, მაგრამ 2020 წელს ვიჩაგრები რასიზმისგან, რადგან წარმომავლობა უცხოელის მაქვს. ახლაც კი, როდესაც პაბსა თუ რესტორანში შევდივარ, კარზე შეიძლება ეწეროს: "ვიტოვებთ უფლებას, არ შემოვუშვათ პეივი (ეთნიკური ჯგუფი ირლანდიაში). არავითარი პეივი ან ბოშა", - აქვეყნებს ფიურის ნათქვამს ბრიტანული მედია.

თებერვალში ფიურიმ უალდერი დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ წელს თებერვალში, ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უალდერი მეშვიდე რაუნდში დაანოკაუტა და მას WBC-ს საჩემპიონო ქამარი აართვა. ცოტა ხნის წინ ის ორი ბრძოლის გამართვაზე ენტონი ჯოშუას მოელაპარაკა, რომელიც WBA-ს, IBF-ის, WBO-სა და IBO-ს ქამრების მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები