Thumbnail

Black Lives Matter - NBA-ში მოედნებზე წარწერებს გააკეთებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA და WNBA ანტირასისტულ კამპანიას თავისებურად უერთდებიან
  • მოთამაშეები სოციალური და რასობრივი თანასწორობისთვის იბრძვიან 

NBA და WNBA (ქალთა ლიგა) გეგმავენ, წარწერა Black Lives Matter ყველა იმ არენის მოედანზე გააკეთონ, რომელზეც სეზონის რესტარტის შემდეგ მატჩები გაიმართება. ამის შესახებ ESPN იუწყება.

ფრაზა Black Lives Matter აფროამერიკელების ბრძოლის სიმბოლოდ იქცა პოლიციელთა სასტიკის წინააღმდეგ, ყველაფერი კი 25 მაისს, მინეაპოლისში, სამართალდამცველთა გაუფრთხელებელი მოპყრობის შედეგად, 46 წლის აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მოჰყვა. მოგვიანებით, საზოგადოების პროტესტმა აშშ-ში მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც გამოიწვია. 

NBA-ს სეზონის დასრულება ორლანდოში, დისნეის ცენტრში იგეგმება

NBA-ს პროფკავშირის პრეზიდენტმა, ოკლაჰომას გამთამაშებელმა კრის პოლმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კალათბურთელებმა მიიღონ უფლება, მაისურებზე საკუთარი გვარი სოციალური თუ რასობრივი თანასწორობის მოწოდებით შეცვალონ. ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური ლიგა, რომელმაც ეს მეთოდი დანერგა, ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგა იყო. 

ამასთან, WNBA-ს კალათბურთელები ლიგასთან მოლაპარაკებას მართავენ უფლების მისაღებად, რათა მაისურებზე, რომლებიც მატჩის წინ მოთელვისას ეცმევათ, ჰქონდეთ წარწერა: "დაასახელე მისი ვინაობა". ამით კალათბურთელებს სურთ საზოგადოების ყურადღების გამახვილება იმ ქალების მიმართ, რომლებიც პოლიციელთა სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი NBA-ს სეზონის განახლება 30 ივლისს, 22 კლუბის მონაწილეობით იგეგმება. მატჩები კი ორლანდოში, Disney-ს სპორტული კომპლექსის სამ მოედანზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები