Thumbnail

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ინგლისის რაგბის კავშირის (RFU) შეფმა ბილ სვინიმ მედიასთან დაუბარში დაადასტურა, რომ შემოდგომით ექსპერიმენტული ექვსი ერი გაიმართება, რომელშიც 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას...

"ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომელი ქვეყნები შეიძლება მოვიწვიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საკითხს შემოქმედებითაც მივუდქეთ. ამით რაგბის ნამდვილ ფესტივალს მივიღებთ", - თქვა მაშინ სვინიმ. 

იტალიური OA Sport მიიჩნევდა, რომ მიწვეული ნაკრებებიდან ერთ-ერთი საქართველოს ნაკრები იქნებოდა. როგორც ჩანს, ქართული რაგბი კიდევ ერთხელ დატოვეს შანსის გარეშე...

Daily Telegraph ამტკიცებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია - 6 ერს დროებით იაპონია და ფიჯი უერთდებიან. ახალი ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება, ორი პულით. 5 დეკემბერს კი პულების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთული ქვეყნების სტუმრობა ჩრდილოეთში ნოემბრის ტესტებისთვის, დიდი ალბათობით, ჩაიშლება. ახალი ექვსი ერის ჯგუფური მატჩები 14, 21 და 28 ნოემბერს გაიმართება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ბორჯღალოსნების" 7 ნოემბრის ტესტს საფრანგეთის ნაკრებთან არაფერი ემუქრება. 

მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება გამორიცხავს 21 ნოემბრის ტესტს თბილისში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ, რადგან კუნძულელები ახალ ექვს ერში თამაშობენ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ფიჯის ნაკრებმა 45:10 მოუგო საქართველოს ნაკრებს და ის მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით დააქვეითა. მაშინ კუნძულელებმა "ბორჯღალოსნებს" 7 ლელო გაუტანეს.

მსოფლიო რაგბის დღეს უნდა ემსჯელა მიმდინარე ექვსი ერის პირველობის დასრულებაზე, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო. 

ახალი ექვსი ერის სავარაუდო მონაწილეები რეიტინგში: 3. ინგლისი, 4. ირლანდია, 5. საფრანგეთი, 6. უელსი, 8. შოტლანდია, 9. იაპონია, 11. ფიჯი, 14. იტალია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები