Thumbnail

პარაპლანით ფრენა და დიდი ემოციები - პროექტი პანდემიის შემდეგ დაბრუნდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" დაბრუნდა. პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი, წელს უკვე მესამე ღონისძიება გაიმართა. საინტერესო და ექსტრემალური პროექტი ამჯერადაც კომპანია "ევროპაბეთის" აქტიური ჩართულობით განხორციელდა - თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ლილოს მთაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა პარაპლანით იფრინეს.

აქტივობაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა შშმ პირმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და  პარასპორტსმენები. 

ევროპაბეთის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა მონაწილეებში აღფრთოვანება და უდიდესი ემოციები გამოიწვია. აქტივობაში ჩართულმა ადამიანებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა - პარაპლანით ფრენა

თემო დადიანი (პარასპორტსმენი, პროექტის მონაწილე)
'დღეს მეორედ გადმოვხტი. პირველად ორი, თუ სამი წლის წინ ვიფრინე - მაშინაც ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ პანდემიისა და სახლში ჩაკეტვის შემდეგ ფრენისას სრული თავისუფლება ვიგრძენით. მადლობა ინსტრუქტორებს ასეთი სასიამოვნო დღისთვის. სასიამოვნო, ადრენალინით სავსე და ამაღელვებელი დღე იყო. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს.'

ვეფხია გელაშვილი (პროექტის მონაწილე)
'კორონა-პაუზის შემდეგ დავბრუნდით. ასეთი ემოციები დიდი ხანია არ გვქონია. ეს არის საუკეთესო რამ, რამაც გარეთ გამოგვიყვანა, მოგვცა იმის შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ერთად და გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება არის უკეთესი და უკეთესი ყოველთვის და შეგვიძლია უფრო მეტი ვაკეთოთ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ მოგვცეს შესაძლებლობა, ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა დღევანდელი დღე. გადმოვხტებით უფრო მაღლიდან და მაღლიდან და ვიფრენთ კიდევ უფრო ბევრს.'

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედია კავშირის თავმჯდომარე)
'როგორც იქნა, განახლდა ჩვენი პროექტი, აქტიური ცხოვრება ჩვენი სტიქიაა, რომელსაც ახალგაზრდული მედია კავშირი ევროპაბეთთან ერთად ახორციელებს. დღეს ავიხდინეთ ოცნება, გამოვედით ამდენთვიანი პაუზის შემდეგ გარეთ და არამარტო გარეთ, არამედ ვიფრინეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელვანი დღე ამდენხნიანი ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ. როგორც იქნა, ოცნება აგვიხდა და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ფრენა არის დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვასთან, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა დღეს მიიღო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაძლიო შიში, როგორ შეიძლება იყო თავისუფალი და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რასაც ყველა მონაწილეს ვეუბნები ხოლმე: მთის წვერიდან ხმელეთზე სხვა ადამიანი ეშვები. საუკეთესო განწყობა გვაქვს, რადგან განახლდა პროექტი და ერთმანეთს შევხვდით.'

დავით კვირკველიძე (პროექტის მონაწილე)
'ფრენამ ძალიან მაგარი, ენით აღუწერელი შეგრძნება დამიტოვა. სიამოვნებით განვიცდიდი იგივე ემოციას კიდევ ერთხელ. არ ვიცი, რა და როგორ გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის. ძალიან მაგარი ემოციაა. ალბათ ყველაზე დიდი განცდებია, რაც კი აქამდე ჩემს ცხოვრებაში გამომივლია.'

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი"  კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები