Thumbnail

ბრუკლინს პრობლემა აქვს - ჯორდანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს რესტარტი ბრუკლინ ნეტსის კიდევ ერთი ლიდერის გარეშე
  • სპენსერ დინვიდის შემდეგ, კორონავირუსი დეანდრე ჯორდანსაც დაუდასტურდა

NBA-ს სეზონის განახლებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ბრუკლინ ნეტსს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: სპენსერ დინვიდის და დეანდრე ჯორდანს კორონავირუსი დაუდგინდათ. შესაბამისად, 30 ივლისს Disney World-ში დაგეგმილი რესტარტი 31 წლის ჯორდანისთვის გამორიცხა,  27 წლის დინვიდის კი ჯერ არ უთქვამს, რომ არ ითამაშებს, მაგრამ შანსიც თითქმის არ აქვს.

“ბოლო თვეებში ძალიან ყურადღებით ვიყავი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავიც დამეცვა და სხვებიც. ყველა წესს ვიცავდი და კარანტინში ვიყავი,” - განუცხადა დინვიდიმ The Atletic-ს და დასძინა, რომ სიმპტომები აქვს.

ბრუკლინის საკადრო პრობლემებს ისიც ემატება, რომ ნეტსის ფორვარდმა უილსონ ჩენდლერმა თამაშზე უარი კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო თქვა. გუნდმა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 მოგებითა და 34 მარცხით მე-7 ადგილზეა, ამის შემდეგ ჯასტინ ანდერსონი გადაიბირა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ ისედაც ტრავმირებულები არიან ვარსკვლავები კაირი ირვინგი და კევინ დურანტი. NBA-ში გუნდების შემადგენლობებს ოთხშაბათს ელოდებიან. მანამდე კლუბებს ახალი კალათბურთელების დამატება შეუძლიათ. წინა პარასკევს კორონავირუსი NBA-ს 16 მოთამაშეს დაუდგინდა.

კომენტარები

ბოლო ამბები