Thumbnail
  • ბენევენტო იტალიის ელიტურ დივიზიონში ისტორიაში მეორედ იასპარეზებს
  • სერია A-ს მომავალ სეზონში ძმების - ფილიპოს და სიმონეს დუელებს ვიხილავთ

ფილიპო ინძაგის გაწვრთნილმა ბენევენტომ სერია A-ს საგზური გაინაღდა. სერია B-ს 31-ე ტურის შეხვედრაში, ბენევენტომ საკუთარ მოედანზე სტაბია ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინიშამდე 7 ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

📺 ბენევენტოს ზეიმი 

ფილიპო ინძაგის შეგირდებმა ცხრილში მეორე და მესამე გუნდები 24 ქულით ჩამოიტოვეს და ელიტის საგზური მოიპოვეს.

სიმონეს და ფილიპოს სეზონი წარმატებული გამოუვიდათ

ამრიგად, ბენევენტო თავის ისტორიაში მეორედ ითამაშებს ელიტურ დივიზიონში. პირველად კლუბმა სერია A-ში 2017/18 წლების სეზონში გააღწია, მაგრამ მაშინვე გავარდა. ამასთან, ქალაქ ბენევენტოს კლუბისთვის, რომელიც 1929 წელს დაარსდა, სერია B-ში გამოსვლაც მიღწევად ითვლება - იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გუნდს სულ სამი სეზონი აქვს გატარებული, დანარჩენი პერიოდი კი ქვედა ლიგებში გამოიდოდა.

ბენევენტო სერია A-ში მეორედ იასპარეზებს

სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც სერია B-ს გუნდმა სერია A-ს საგზური ფინიშამდე 7 ტურით ადრე გაინაღდა, 1977/78 წლების სეზონში მოხდა და ეს ასკოლიმ მოახერხა. მაშინ მოგება 2 ქულით ფასდებოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ტორინო
  • X
  • ლაციო

იუვენტუსის, მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ მწვრთნელობა მილანში დაიწყო, რის შემდეგაც ვენეციასა და ბოლონიაშიც იმუშავა. 46 წლის სპეციალისტმა ბენევენტო შარშან ზაფხულში ჩაიბარა და სერია A-ში გადაიყვანა, სადაც მისი ძმა სიმონე ინძაგი უკვე მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც - რომის ლაციო სკუდეტოსთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები