Thumbnail
  • მირალემ პიანიჩი 4 წლით ბარსელონას ფეხბურთელია
  • არტურ მელო იუვენტუსში მომდევნო 5 წელი ითამაშებს

მირალემ პიანიჩი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს, ხოლო არტური - იუვენტუსში. ამ გადაწყვეტილებას ახლახან ოფიციალური სტატუსი მიეცა...

გამოკითხვა

ვინ მოგებს?

  • ბარსელონა
  • X
  • ატლეტიკო

მაშ ასე, ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია. 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვენტუსი 60 მილიონ ევროს (რაც შეიძლება კიდევ 5 მილიონით გაიზარდოს) მიიღებს. 

პიანიჩი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის ბარსას პირველი სერიოზული შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო სეზონში. 

ამ ტრანსფერების გაჩარხვას თავიდან ხელს ბრაზილიელის პოზიცია უშლიდა, არტურს ბარსელონას დატოვება არ სურდა. არტური ბარსელონაში სეზონის ბოლომდე დარჩება. 

ამის მერე შეთანხმებულია, რომ იუვენტუსი ახალგაზრდა ბრაზილიელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს (რასაც შესაძლოა, 10 მილიონი დაემატოს) გადაიხდის. არტურმა სულ ბარსელონას მაისურით 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

მირალემ პიანიჩის გამოსასყიდი თანხა ამიერიდან 400 მილიონი ევროა. ტუზლაში დაბადებული ნახევარმცველი მეორე ბოსნიელია ბარსელონას ისტორიაში მეჰო კოდროს შემდეგ. 

არტურ მელო იუვენტუსში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ითამაშებს.

უეფას კანონმდებლობლოს თანახმად, კლუბებს უფლება აქვთ, რომ ტრანსფერებით მიღებული თანხები ოფიციალურად ერთბაშად გააფორმონ შემოსავალში, ტრანსფერებში დახარჯული თანხები კი ნაწილობრივ გაანაწილონ შემდეგ წლებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად, 30 ივნისისთვის ორივე კლუბი 60-70 მილიონიან შემოსავალს დააფიქსირებს, ხოლო გასავალს კი შემდეგ წლებზე გაწერს და უეფას ფინანსური დოკუმენტაციისთვის ასე დაფარავს ვირუსის გამო მიღებულ დანაკარგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები