Thumbnail

პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში ევროპაბეთზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რეგიონალური ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს
  • ონლაინ-ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს
  • ჩემპიონატში მონაწილეობა ევროპაბეთზე ფასიანი რეგისტრაციით და უფასო ბილეთით შეიძლება

ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებას ონლაინ პლატფორმა მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც უფასო ბილეთის მოპოვებით, ასევე ფასიანი რეგისტრაციით. 

რეგიონალური ჩემპიონატი

რეგიონალური ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.

ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება - 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.  

საპრიზო ფონდის განაწილება

1 ადგილი - 10 000₾
2 ადგილი - 7 000₾
3-4 ადგილები - 4 500₾
5-8 ადგილები - 2 000₾
9-16 ადგილები - 1 000₾
17-32 ადგილები - 500₾

✅ ფულადი პრიზები დაირიცხება მოთამაშის ანგარიშზე ტურნირის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

✅ რეგიონალური ჩემპიონატის სიმბოლური ჯილდოს გადაცემა მოხდება ტურნირის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში.

პროფესიონალური ნარდის ონლაინ ჩემპიონატი

მონაწილეობის მიღება

რეგიონალურ ტურნირზე მონაწილეობის მიღების საშუალება მოთამაშეს უკვე ორშაბათიდან სამი სხვადასხვა გზით ეძლევა. ჩემპიონატზე მოხვედრა ნებისმიერი სატელიტ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერბორდებში საპრიზო ადგილებზე მოხვედრის და ან 100₾ ბაი-ინის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

✅ ყოველდღიურ სატელიტ ტურნირებზე რეგიონალური ჩემპიონატის ჯამში 63 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ქეშ მაგიდებისა და სპინ თამაშების 2 დამოუკიდებელ ლიდერბორდში რეგიონალური ჩემპიონატის ჯამში 20 უფასო ბილეთი გათამაშდება. 

✅ ბაი-ინით რეგისტრაცია, 5 ივლისის 00:00 საათიდან ტურნირის დაწყებამდე ნებისმიერ დროს, შესაძლებელია 100₾-ად.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციისა და ევროპაბეთის თაღლითობის კონტროლის დეპარტამენტისა მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება.

წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები

ბოლო ამბები