Thumbnail
  • რუმინეთში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
  • პირველი დღის პირველი მედალი.
  • საქართველოს იმედი ლაშა ტალახაძე 1-ელ აპრილს იასპარეზებს.

რუმინეთში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ათი ქართველი სპორტსმენი (მწვრთნელი გიორგი ასანიძე) მონაწილეობს.

ბერძელიძეს ქართველი ძალოსნები იქვე გულშემატკივრობდნენ

ასპარეზობის პირველ დღეს ფიცარნაგზე 56 კგ. წონით კატეგორიაში მოასაპარეზე გოდერძი ბერძელიძე ავიდა, რომელიც ატაცში სამეულში შევიდა - მან 112 კილო აიტაცა და მცირე ბრინჯაოც მიიღო. 

სამწუხაროდ, ორი დისციპლინის ჯამში (აკვრა - 134 კგ) ქართველი ძალოსანი სამეულს მიღმა დარჩა და მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

ევროპის ჩემპიონი ესპანელი ხოსე ბრაჩი გახდა 254 კილოგრამით.

56 კგ.

1.ხოსე ბრაჩი (ესპანეთი) – 254 (116+138)

2.მირკო სარანტინო (იტალია) – 253 (115+138)

3.კონსტანტინ კიოტოიუ (რუმინეთი) – 247 (110+137)

4.გოდერძი ბერძელიძე (საქართველო) – 246 (112+134)

27 მარტს რუმინულ ფიცარნაგზე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი (ორივე - 62 კგ) გავლენ. 

სხვა ქართველების განრიგი

28 მარტი: გოგა ჩხეიძე (69 კგ)

30 მარტი: თათია ლორთქიფანიძე (69), რევაზ დავითაძე (85)

31 მარტი: ანასტასია გოტფრიდი (90)

1 აპრილი: დათო ხეცურიანი (105), ირაკლი თურმანიძე (+105), ლაშა ტალახაძე (+105). 

კომენტარები

ბოლო ამბები