- 'მოსკოველებმა თორნიკესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს'
- თორნიკე შენგელია: ემოციები უნდა მოვთოკოთ, მთავარი მატჩი წინაა
- 'ვნახოთ, ვინ აჯობებს' - შენგელია საჩემპიონო თასის პრეზენტაციაზე
მოსკოვის ცსკა ესპანური ბასკონიადან თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებს. ამ ინფორმაციას Matchtv ავრცელებს.
“ცსკა-მ შენგელიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და მისი შემატების შესახებ მიმდინარე კვირაში გვაუწყებს. ამასთან, კლუბი აღარ გაუგრძელებს ხელშეკრულებას ფორვარდ ანდრეი ვორონცევიჩს”, - იუწყება რუსული ტელეკომპანია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია NBA-ში ჩიკაგოსა და ბრუკლინში თამაშობდა. ის 2014 წელს ევროპაში დაბრუნდა, მას მერე სტაბილურად ბასკონიაში თამაშობს და ამჟამად კლუბის კაპიტანია.
საინტერესოა, რომ ამ დღეებში თორნიკეს ბასკურ კლუბთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს მოგების შანსი აქვს. ბასკონია ესპანური ლიგა ენდესას ფინალშია გასული და 30 ივნისს ბარსელონას ეთამაშება.
კომენტარები