Thumbnail
  • ინტერმა ჰაკიმის ტრანსფერი შეათანხმა
  • სამედიცინო შემოწმება ამ დღეებშია დაგეგმილი
  • ჰაკიმი კონტეს სქემას იოლად უნდა მოერგოს

მილანის ინტერმა კიდევ ერთი სოლიდური შენაძენი გააკეთა. იტალიური პრესა ერთხმად თანხმდება, რომ რეალის და დორტმუნდის მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი ინტერის ახალი ფეხბურთელია. ჰაკიმი მილანში ორშაბათს ან სამშაბათს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

გასული სეზონი ჰაკიმიმ დორტმუნდის ბორუსიაში გაატარა, სადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მაროკოელი მცველი ისევ რეალის კუთვნილებაა. ინტერიც მადრიდელებს 40 მილიონ ევროს გადაუხდის და კიდევ 5 მილიონი კონტრაქტში ბონუსის სახით ჩაიწერება.

ჰაკიმის პროგრესის მიუხედავად, რეალს ამ პოზიციაზე ის არ სჭირდება - მარჯვენა მცველად წლებია დანი კარვახალი სტაბილურად თამაშობს. ინტერს მაროკოელი ძალიან გამოადგება, რადგან მას კონტესთვის საყვარელ 3-5-2 სქემაში თამაშის გამოცდილება აქვს, მთელი ფლანგის კონტროლი მარტოს შეუძლია და შეტევაში ჩართვა ეხერხება. 

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ შეხვედრაში ჰაკიმი ინტერის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გოლი შეაგდო და მატჩის მთავარ გმირად იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები