Thumbnail

დინამო თბილისის 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა, დიდი ალბათობით, კარიერას სტამბოლის ბეშიქთაშში გააგრძელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი შეთანხმებულია - ახლო მომავალში ბეშიქთაში ნიკას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, სადაც წლიურ ხელფასად 350 ათასი ევრო იქნება გათვალისწინებული. 

გამოკითხვა

ვინ მოგებს?

  • ბარსელონა
  • X
  • ატლეტიკო

სტამბოლის კლუბის ხელმძღვანელობამ ნიკა ნინუასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ კვირაში უნდა მიიღოს.

მოსალოდნელი ტრანსფერის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს თურქული მედია, რომელმაც ახლახან ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე აზრი შოთა არველაძეს ჰკითხა შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი თავის დროზე ტრაბზონსფორში გამოდიოდა, მოგვიანებით კი, როგორც მწვრთნელი, ქაისერისფორს, ქასიმფაშასა და იმავე ტრაბზონსფორს წვრთნიდა.

ნინუას დინამო თბილისთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება

"როგორც ირკვევა, ბეშიქთაშის წარმომადგენლებს შოთა არველაძემ უთხრა, რომ მისი თანამემამულე ნიკა ნინუა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია", - წერს milliyet.com.tr და არველაძის სიტყვებს აქვეყნებს.

 "ბეშიქთაში ძალიან კარგ მოთამაშეს აკვირდებოდა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ნიკა ზედმეტი რისკის გარეშე თამაშობს - როგორც გამოცდილი ფეხბურთელი. ის შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც მეტოქის კართან ხიფათი შექმნა შეუძლია. ნიკას ტრანსფერით ბეშიქთაში თავის რიგებში ძალიან ნიჭიერ და იმედისმომცემ ფეხბურთელს მიიღებს", - ამბობს შოთა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჯენოა
  • X
  • იუვენტუსი

რამდენად შეძლებს ნიკა ნინუა საქართველოს ეროვნული ლიგის შემდეგ, თურქეთის სუპერლიგის დონეზე ითამაშოს? შოთა არველაძეს ამაზე ასეთი პასუხი აქვს:

"მე და არჩილიც თურქეთში საქართველოს ჩემპიონატიდან მოვედით და არა - გერმანიის ბუნდესლიგიდან. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. კარგი ფეხბურთელი ყველა ლიგაში მოიძებნება. თურქეთიდანაც არაერთი ფეხბურთელი წასულა ევროპაში. 

ამასთან, ნიკა ახალგაზრდა ფეხბურთელია და სადაც არ უნდა წავიდეს, იქაურ ფეხბურთთან შეჩვევა არ გაუჭირდება. თუკი ტრანსფერი განხორციელდება, ნიკა გუნდს ბევრს შესძენს და ბეშიქთაშიც ბევრს მისცემს ნიკას".

შოთა და აჩი ტრაბზონში დინამო თბილისიდან მოხვდნენ

ნიკა ნინუა დინამო თბილისის აღზრდილია, კლუბთან კონტრაქტი კი წლის ბოლოს ეწურება. დინამოელთა კაპიტანმა გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. მიმდინარე სეზონში ნიკას აქტივში 2 გოლი და 9 შედეგიანი პასია. ნინუას საქართველოს U17, U19 და U21 ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarkt.com მის სატრანსფერო ღირებულებად 900 ათას ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები