Thumbnail
  • 18-19 ივლისი | არსენალი V მანჩესტერ სიტი
  • 18-19 ივლისი | მანჩესტერ იუნაიტედი V ჩელსი

დღეს ინგლისში ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც გრანდებმა აუტსაიდერები დაჩაგრეს. ჩელსიმ გასვლაზე ლესტერს აჯობა, სიტიმ ნიუკასლს, არსენალმა კი სებალოსის ბოლო წამზე გატანილი გოლით შეფილდ იუნაიტედს მოუგო.

გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა გასვლაზე, დრამატულ ბრძოლაში ნორვიჩ სიტი დაამარცხა - ოდიონ იგალოს შემდეგ, მატჩის მიწურულს 118-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა - ჰარი მაგუაირმა გაიტანა და სულშერის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოაპოვებინა.

შეფილდ იუნაიტედი 1:2 არსენალი

გოლები: 0:1 პეპე (25-პენ), 1:1 მაკგოლდრიკი (87), 1:2 სებალიოსი (91)

ლესტერი 0:1 ჩელსი

გოლები: 0:1 ბარკლი (63)

ნიუკასლი 1:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 დე ბრუინი (37/პენ), 0:2 სტერლინგი (68)

კომენტარები

ბოლო ამბები