Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური კვირას ქუთაისის ტორპედოს და საჩხერის ჩიხურას მატჩით დასრულდა. 10-გუნდიან ლიგაში უქულოდ მხოლოდ ეს გუნდები იყვნენ.

ტორპედოს ინიციტიავით, გუნდები დღეს მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ. ✊ მადლობა ქართველ ექიმებს გაწეული შრომისთვის! 🙏

Posted by FC Torpedo Kutaisi on კვირა, 28 ივნისი, 2020

გიორგი ბუხაიძის და შოთა გვაზავას გოლებით ჩიხურა ტორპედოს 2:0-ს უგებდა, მაგრამ ქუთაისურმა კლუბმა ფრის და 1 ქულის გადარჩენა მოახერხა, რაც პირველ რიგში გიორგი ფანცულაიას დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მეორე გოლი მან მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფანცულაიას საგოლე გადაცემა ორივე შემთხვევაში გიორგი ივანიშვილმა გაუკეთა. საბოლოოდ 2:2 და ეროვნულ ლიგაში 3 ტურის შემდეგ უქულოდ აღარავინაა.

ჩემპიონატის მე-4 ტური 2 ივლისს, დინამო ბათუმისა და საბურთალოს მატჩით დაიწყება.

ტორპედო 2:2 ჩიხურა

გოლები: 0:1 ბუხაიძე (18), 0:2 გვაზავა (49), 1:2 ფანცულაია (64), 2:2 ფანცულაია (94)

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია - ტაბატაძე, მირცხულავა, კასრაძე, ნადარაია - ივანიშვილი, მარკოვიჩი (62. შარვაშიძე), ძარია (73. აბულაძე), ჯანელიძე - პონომარი (57. ფანცულაია), ციცქიშვილი.

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი - კორიფაძე, მაჩაიძე, კაშია, ჯავაშვილი - გვაზავა, ჩიკვაიძე - კიკაბიძე (61. დეკანოიძე), წიქარიძე (83. ფოცხვერია), კახაბრიშვილი - ბუხაიძე (67. მუჯირი).

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები