Thumbnail
  • ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ბასკონიასა და ბარსელონას მატჩში გაირკვევა
  • თად მაკფადენმა კატალონიურ გრანდთან მატჩში 10 ქულა მოაგროვა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანური ლიგა ენდესას ნახევარფინალში ვალენსიას 75:73 სძლია და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მიიღო, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26:52 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის მხოლოდ სლოვენიელ ზორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.

ფინალში, რომელიც 30 ივნისს შედგება, ბასკონიას მეტოქე ბარსელონა იქნება. კატალონიურმა გრანდმა ნახევარფინალში თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსს 98:84 სძლია. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მცველმა 26:33 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები