Thumbnail

მალდინი: დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მილანში უნდა დარჩეს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მილანის ხელმძღვანელებს დონარუმასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ
  • 21 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისში ეწურება

მილანის ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ ჯანლუჯი დონარუმასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხზე. 21 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისში ეწურება. ამ თემაზე კომენტარი კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ გააკეთა.

“მილანი ვალდებულია, რომ წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და მათ შორის ჯანლუიჯი დონარუმა. მით უმეტეს, ჯიჯო კლუბის აღზრდილია და გუნდის სიმბოლოა. აქვე, ჩემ აზრს ვიტყვი, რომ დონარუმა დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აუცილებელია. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მას კონტრაქტის ვადა ეწურება და რთული სათქმელია, რა იქნება მომავალში. იბრას შემთხვევა განსხვავებულია და ყველაფერს უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი,” - განაცხადა პაოლო მალდინიმ.

ჯანლუიჯი დონარუმა 2015 წლიდან მილანის მთავარ გუნდში ასპარეზობს. იტალიის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე 16 წლის იყო, როდესაც როსონერის შემადგენლობაში გამოჩნდა და მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები