Thumbnail

მაურისიო პოჩეტინოს პორტუგალიური გრანდი იწვევს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინო ლისაბონის ბენფიკას ჩაუდგეს სათავეში
  • ბოლოს, არგენტინელი სპეციალისტი ტოტენჰემის მწვრთნელი იყო

შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინო ლისაბონის ბენფიკას ჩაუდგეს სათავეში. პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტი ლუიშ ფილიპე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას არგენტინელ სპეციალისტთან, რომელიც ბოლოს ტოტენჰემს ედგა სათავეში. 

აღსანიშნავია, რომ ბენფიკას ბრუნუ ლაჟე წვრთნის, რომლის თავკაცობით 2019 წელს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში, ბენფიკა ლიდერებშია და პორტოს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ლისაბონური კლუბის პრეზიდენტი მზადაა ლაჟე გაათავისუფლოს თუ პოჩეტინოსგან თანხმობას მიიღებს.

მაურისიო პოჩეტინო 2014-დან 2019 წლამდე ტოტენჰემს ედგა სათავეში. 2018-2019 წლების სეზონში, ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ლივერპულთან 0:2 წააგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები