Thumbnail

ლა ლიგა | 'ეს შესვენებაზე დავგეგმე' - ასპასმა ბარსას ოქროს ქულები დააკარგვინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში ბარსელონა ვიგოს სელტას ესტუმრა და ორი ქულა დაკარგა - 2:2.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ესპანიოლი
  • X
  • რეალი

მიუხედავად იმისა, რომ მესი და კომპანია ორჯერ იგებდა, ორჯერვე ლუის სუარესის წყალობით, სელტამ გათანაბრება ორჯერ შეძლო. ჯერ რუსმა სმოლოვმა გაიტანა, 88-ე წუთზე კი ყოფილმა ლივერპულელმა იაგო ასპასმა ჭკვიანურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ტერ შტეგენს გაუტანა. ბოლო წამებზე, რომ არა გერმანელი გოლკიპერი, ნოლიტო გამარჯვების გოლსაც გაიტანდა. 

იაგო ასპასი (სელტა): "შესვენებაზე გავაანალიზეთ, თუ როგორ იცავდა ბარსა ჯარიმების დროს თავს. ისინი სივრცეს ტოვებდნენ და ჩვენ ეს გამოვიყენეთ".

ბარსელონამ 69 ქულა დააგროვა, რეალს (68 ქულა) კარგი შანსი აქვს კვირას გამარჯვების შემთხვევაში ქულებით გადაასწროს კატალონიურ გუნდს. 

ლეო მესის ანგარიშზე ორი ასისტია - ფანტასტიკურად შესრულებული საჯარიმო, როცა დარტყმის ნაცვლად გოლი ლუის სუარესს გაატანინა, თუმცა ლეომ კვლავ ვერ შეძლო მის კარიერაში საიუბილეო, მე-700 გოლის გატანა. 

⚽ ბარსელონამ ამ სეზონში ბოლო 5 წუთებში 5 ქულა დაკარგა. ეს ყველაზე მეტია ლა ლიგის კლუბებს შორის (ზუსტად ამდენი ვალენსიამ).

⚽ ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით 250-ე ასისტი ჩაიწერა.

⚽ ლიონელ მესის ანგარიშზე 2020 წელს 10 ასისტია, ტოპ 5 ლიგებში ყველაზე მეტი (თომას მიულერთან ერთად).

⚽ ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან 3-ში სელტამ ბარსელონა დაამარცხა.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

სელტა 2:2 ბარსელონა

გოლები: 0:1 ლუის სუარესი 20', 1:1 სმოლოვი 50', 1:2 ლუის საუარესი 67', ასპასი 88'

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა (81. ფირპო) - არტურო ვიდალი, რაკიტიჩი, პუჩი (86. არტური) - მესი, ლუის სუარესი (81. გრიზმანი), ფატი (69. ბრაიტვაიტი)

კომენტარები

ბოლო ამბები