Thumbnail

დიდი დაბრუნება - რობენი მშობლიურ კლუბში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არიენ რობენი ერთწლიანი პაუზის შემდეგ კარიერას განაახლებს
  • ის გრონინგენში 2020-2021 წლების სეზონში ითამაშებს

ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი, არიენ რობენი პროფესიონალურ კარიერას დაუბრუნდა. ის 2020-2021 წლების სეზონში გრონინგენში ითამაშებს, რომელიც მისთვის პირველი პროფესიონალური კლუბი იყო. რობენი ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულებამდე მშობლიურ კლუბში ერთ სეზონს მაინც ითამაშებდა.

ერთწლიანი დასვენების შემდეგ, ჰოლანდიელმა სიტყვა შეასრულა და გრონინგენთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ''ჩემს გულს მივყევი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი გრონინგენთან და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრბუნდე. დიდი მოტივაცია მაქვს და ვეცდები, რომ კარგად ვითამაშო'', - აღნიშნა რობენმა.

რობენს ჰოლანდიის ნაკრებში 134 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ჩელსის, რეალის, ბაიერნისა და პსვ-ს ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები