Thumbnail

ესპანიოლმა აბელარდო ფერნანდესიც გაუშვა - მესამე მწვრთნელი სეზონში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე კიდევ ერთხელ დარჩა
  • გუნდი დროებით სპორტულ დირექტორს რუფეტეს ჩააბარეს

ესპანიოლის მთავარი მწვრთნელი აბელარდო ფერნანდესი თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 50 წლის სპეციალისტთან ერთად, კლუბი მის სამწვრთნელო შტაბსაც შეელია.

აბელარდო ფერნანდესი უკვე მესამე სპეციალისტია, რომელიც კლუბმა სეზონის განმავლობაში გაუშვა. სეზონის დასაწყისში ესპანიოლს დავიდ გალერო წვრთნიდა, ოქტომბერში ის პაბლო მაჩინიმ შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. 

აბელარდომ ესპანიოლს ვერ უშველა

აბელარდოს ხელში გუნდმა ყველა ტურნირში 5-5 შეხვედრა მოიგო და ფრედ დაასრულა, 7 კი წააგო.

იუწყებიან, რომ ესპანიოლის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე სპორტული დირექტორი რუფეტე შეასრულებს. სწორედ ის უხელმძღანელებს გუნდს 29 ივნისს, მადრიდის რეალთან საშინაო შეხვედრაშიც.

ლა ლიგაში გასული 31 ტურის შემდეგ, ესპანიოლი სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. გუნდს ამჟამად 24 ქულა აქვს და ცხრილში პოზიციას, რომელიც პრიმერაში ადგილს გარანტირებულად შეანარჩუნებინებს, 8 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები