Thumbnail

40 წლის რონალდინიო ფეხბურთში ბრუნდება? მარადონასგან ყველაფერი მოსალოდნელია

  • მარადონას ლა პლატას ხიმნასიაში 40 წლის რონალდინიოს მიწვევა სურს
  • ჯერჯერობით მსოფლიოს ბრაზილიელი ჩემპიონი შინაპატიმრობაში რჩება

ესპანური Marca უცნაურ, მაგრამ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ბრაზილიის ნაკრების, მილანისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ შესაძლოა კარიერა განაახლოს.

40 წლის რონალდინიოს არგენტინულ საფეხბურთო კლუბს, ლა პლატას ხიმნასიას უკავშირებენ, რომელსაც დიეგო მარადონა წვრთნის და როგორც ირკვევა, სწორედ ეს უკანასკნელია ბრაზილიელის მიწვევის ინიციატორი.

რონალდინიოსთან ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით არ გამართულა, რადგან ყოფილი ფეხბურთული ჯერ ისევ პარაგვაიში, შინაპატიმრობაში რჩება.

დიეგოს ხიმნასიამ კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო და მისი ძმა ასუნსიონის აეროპორტში, ყალბი დოკუმენტების წარდგენის გამო დააკავეს. მოგვიანებით მათ პარაგვაის ციხე 1,6 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვეს და ამჟამად ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში, შინაპატიმრობაში ამ დრომდე რჩებიან. 

სხვათა შორის, 2016 წელს რონალდინიო ახლოს იყო ხიმნასიასთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა.

რონალდინიო პარაგვაის ციხის ტურნირის გამარჯვებულიც გახდა

რონალდინიო ევროპაში პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი მან 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 2005 წელს ბრაზილიელი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად 2018 წელს დაასრულა, მისი ბოლო კლუბი კი ფლუმინენსე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები