Thumbnail
  • პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონი NBA-ში ივლისის ბოლოს განახლდება
  • ლიგა და მოთამაშეების გაერთიანება კონცეფციაზე შეთანხმდნენ
  • 302-დან 16 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

NBA და კალათბურთელთა გაერთიანება NBPA სეზონის რესტარტზე პარასკევს საბოლოოდ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ ლიგა 30 ივლისს განახლდება. მხარეები შეთანხმდნენ კონცეფციაზე, რომელიც სეზონის განახლებას ორლანდოს (ფლორიდა) Walt Disney World Resort-ში გულისხმობს და რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული. კონცეფცია ასევე შეიცავს რასიზმთან ბრძოლის აქციების გეგმას.

სეზონს ჯამში 22 გუნდი განაახლებს. იმ 16 გუნდთან ერთად, რომლებიც კორონაკრიზისამდე პლეი ოფის ზონაში იყვნენ, ორლანდოში ის 6 გუნდი გაემგზავრება, რომლებსაც მაქსიმუმ 6 მოგებით ნაკლები აქვთ, ვიდრე მერვეადგილოსანს მათ კონფერენციაში.

 

“ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელშიც მოთამაშეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა პრიორიტეტული, რომელიც სამართლიანი ტურნირის გარანტიას გვაძლევს და რომელიც გვთავაზობს პლატფორმას სოციალურ უთანასწორობაზე მისათითებლად,” - განაცხადა NBA-ს კომისიონერმა ადამ სილვერმა.

გუნდები ორლანდოში რეგულარული სეზონის ფარგლებში კიდევ 8-8 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც 16 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს. პლეი ოფის პირველივე რაუნდიდან მატჩები ტრადიციულ, Best-of-seven-ფორმატით ჩატარდება.

16 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

თუმცა, სეზონის განახლებამდე 1 თვით ადრე 16 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. საერთო ჯამში სამშაბათს 302 მოთამაშეს ჩაუტარდა ტესტირება. ინფიცირებულები მოთამაშეები თვითიზოლაციაში იქნებიან.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვთ მალკოლმ ბროგდონს (ინდიანა), ჯაბარი პარკერსა და ალექს ლენს (საკრამენტო). ჯერ კიდევ სამშაბათს, დენვერ ნაგეთსის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა განაცხადა, რომ ინფიცირებულია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები