Thumbnail

გიორგი ნემსაძის პირველი დღე უელსურ კლუბში - ინტერვიუ კლუბის ტელევიზიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ნემსაძის პირველი ინტერვიუ ოსპრეისთან.
  • ბორჯღალოსნების, უელსთან ჩატარებული მატჩისა და უელსური კლუბის შესახებ.

გიორგი ნემსაძე უელსურ ოსპრეისში გადავიდა. ქართველი მორაგბე კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. კლუბის ტელევიზიამ ნემსაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყურადღება საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, ბორჯღალოსნებისა და უელსელების შეხვედრასა და კლუბში სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

გიორგი ნემსაძე: მადლობა გუნდს. ეს ჩემი პირველი დღე იყო ამ კლუბში, ყველაფერი კარგად არის - მომეწონა ვარჯიშები, სავარჯიშო დარბაზი. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ გუნდში თამაშობს. მოხარული ვიქნები თუ ოსპრისი ჩემ შემდეგ სხვა ქართველი მორაგბეებითაც დაინტერესდება.

ნაკრების შესახებ

ჩვენ პროგრესისთვის უფრო მეტი გვჭირდება. საჭიროა, ტიერ ერთის დონის სარაგბო ქვეყნებთან უფრო ხშირი შეხვედრები.

უელსთან დაპირისპირება

ყველას კარგად ახსოვს ეს მატჩი. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. მსგავსი მატჩების მოსაგებად სხვა გამოცდილებაა საჭირო.

დარჩენილ დროში ვეცდები კლუბს დავეხმარო. ხუთი მატჩი რჩება ტურნირის დასრულებამდე და მზად ვარ, რომ გუნდს მეტი აგრესია შევძინო.

კომენტარები

ბოლო ამბები