Thumbnail

‘ხშირად შავები უფრო რასისტები არიან’ - ბერნი ეკლსტოუნმა CNN-თან ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის დისკუსიაში ბერნი ეკლსტოუნიც ჩაერთო
  • ფორმულა 1-ის ყოფილმა ბოსმა თქვა, რომ F1-ში რასიზმზე არავინ ფიქრობს

ბერნი ეკლსტოუნი ის კაცია, ვინც ყველაზე და ყველაფერზე უნდა გააკეთოს კომენტარი. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. ფორმულა 1-ის ყოფილი შეფი ახლა რასიზმის წინაღმდეგ ბრძოლას და პროტესტებს გამოეხმაურა და მის ერთ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ასევე თქვა, რომ ფორმულა 1-ში რასიზმის საკითხი არავის ადარდებს, რადგან ამაზე იქ უბრალოდ არავინ ფიქრობს.

“ყოველ შემთხვევაში აქამდე, ფორმულა 1-ში ამაზე არავინ ფიქრობდა. სპორტის ამ სახეობაში ზედმეტად არიან დაკავებულები რბოლების ორგანიზებით, ჩატარებით, გამარჯვებისთვის ბრძოლით, სპონსორების ძებნით და ა.შ.” - განუცხადა 89 წლის ბრიტანელმა CNN Sport-ს და დასძინა, რომ ფორმულა 1-ში რასიზმს ვერ ხედავს.

ეკლსტოუნმა ასევე თქვა: “ბევრ შემთხვევაში შავები უფრო რასისტები არიან, ვიდრე თეთრები. ბევრი შემთხვევა მახსენდება, რაც ამას ადასტურებს. აბსოლუტურად სულელური საქციელია ის, რომ Black Lives Matter-დემონსტრანტები ქანდაკებებს ანადგურებენ.”

ამავდროულად, ბერნი ეკლსტოუნმა შეაქო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი აქტიურადაა ჩართული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში: “ჰემილტონის კამპანია შაკვკანიანი ადამიანების დასაცავად შესანიშნავია. ლუისი განსაკუთრებულია. ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ხალხი სწორედ ასეთ ადამიანებს უსმენს.” - განაცხადა ბერნიმ.

ლუის ჰემილტონი რასიზმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის

რამდენიმე დღის წინ, ჰემილტონმა ლონდონში გამართულ ანტი-რასისტულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მან განაცხადა, “ფორმულა 1-ში თეთრები დომინირებენო”. ამის შემდეგ ლუისმა დააანონსა კომისიის შექმნა, რომელმაც ფორმულა 1-ისკენ უფრო მეტ შავკანიანს უნდა გაუხსნას გზა. ჰემილტონი და ბერნი ეკლსტოუნი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ბერნიმ ხსენებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ლუისთან ამ თემაზე არ უსაუბრია. “გამიკვირდა, რომ ის ამას ამბობს. და რაკი ამბობს, ესე იგი მართლა იყვნენ მის წინააღმდეგ. ამას ვერ ვიფიქრებდი.”

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები