Thumbnail
  • 'ქართველი კალათბურთელი თავის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა'
  • ზაზას გარდა, 2003 წლის დრაფტზე ჯეიმსი, ბოში, ენტონი, ვეიდი და სხვები აირჩიეს

Clutchpoints-მა NBA-ს ისტორიაში 5 საუკეთესო დრაფტი დაასახელა, რომლებმაც ლიგას ისეთი ვარსკვლავები მისცა, როგორებიც მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, შაკილ ო’ნილი, ტიმ დანკანი და სხვები მისცა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ვებგვერდის სიაში მე-2 ადგილზე 2003 წლის დრაფტი მოხვდა, როდესაც NBA-ში ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც შეაბიჯა. სასიხარულოა, რომ Clutchpoints-მა ფაჩულიას მრავალწლიანი კარიერა სათანადოდ შეაფასა და ის, ლიგის ვარსკლავებთან ერთად, აღნიშნული დრაფტის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. თუკი ქვემოთ ჩამოთვლილ კალათბურთელებს თვალს გადაავლებთ, იოლად მიხვდებით, რომ ეს, ზაზასთვის დიდი წარმატებაა. ვთქვათ ისიც, რომ საუკეთესოდ 1984 წლის დრაფტი მიიჩნევა და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: მაშინ ლიგაში თამაში ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა დაიწყო.

მე-5 ადგილი - 1987 წლის დრაფტის ნაკრები

ცენტრი: დევიდ რობინსონი
საუკეთესო სეზონი (1990-91) – 25.6 ქულა, 13.0 მოხსნა, 2.5 პასი, 1.5 ჩაჭრა, 3.9 დაფარება
ფორვარდი: ჰორას გრანტი
საუკეთესო სეზონი (1993-94) – 15.1 ქულა, 11.0 მოხსნა, 3.4 პასი, 1.1 ჩაჭრა, 1.2 დაფარება
ფორვარდი: სკოტი პიპენი
საუკეთესო სეზონი (1993-94) – 22.0 ქულა, 8.7 მოხსნა, 5.6 პასი, 2.9 ჩაჭრა, 0.8 დაფარება
მცველი: რეჯი მილერი
საუკეთესო სეზონი (1989-90) – 24.6 ქულა, 3.6 მოხსნა, 3.8 პასი, 1.3 ჩაჭრა, 41.4% სამქულიანები, 86.8% საჯარიმოები
მცველი: კევინ ჯონსონი
საუკეთესო სეზონი (1988-89) – 20.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 12.2 პასი, 1.7 ჩაჭრა
სათადარიგოები: ოლდენ პოლინიკი, რეჯი ლუისი, რეჯი უილიამსი, კენ ნორმანი, არმენ გილიამი, მარკ ჯონსონი, კენი სმითი, მაგსი ბოგსი, შარუნას მარჩულიონისი.

მე-4 ადგილი - 1996 წლის დრაფტის ნაკრები

ცენტრი: ჯერმეინ ო’ნილი
საუკეთესო სეზონი (2002-03) – 20.8 ქულა, 10.3 მოხსნა, 2.0 პასი, 0.9 ჩაჭრა, 2.3 დაფარება
ფორვარდი: შარიფ აბდულ-რაჰიმი
საუკეთესო სეზონი (1998-99) – 23.0 ქულა, 7.5 მოხსნა, 3.4 პასი, 1.4 ჩაჭრა, 1.1 დაფარება
ფორვარდი: კობი ბრაიანტი
საუკეთესო სეზონი (2005-06) – 35.4 ქულა, 5.3 მოხსნა, 4.5 პასი, 1.8 ჩაჭრა, 85% საჯარიმოები
მცველი: ალენ აივერსონი
საუკეთესო სეზონი (2001-02) – 31.4 ქულა, 4.5 მოხსნა, 5.5 პასი, 2.8 ჩაჭრა
მცველი: სტივ ნეში
საუკეთესო სეზონი (2005-06) – 18.8 ქულა, 4.2 მოხსნა, 10.5 პასი, 0.8 ჩაჭრა, 43.9% სამქულიანები, 92.1% საჯარიმოები
სათადარიგოები: მარკუს კემბი, ერიკ დამპიე, ლორენცენ რაითი, პეჟა სტოიაკოვიჩი, ანტუან უოკერი, რეი ალენი, სტეფ მარბერი, კერი კიტლსი, დერეკ ფიშერი.

დრაფტი, რომელზეც კობი ბრაიანტი იქნა არჩეული

მე-3 ადგილი - 1985 წლის დრაფტის ნაკრები

ცენტრი: პატრიკ იუინგი
საუკეთესო სეზონი (1989-90): 28.6 ქულა, 10.9 მოხსნა, 2.2 პასი, 1.0 ჩაჭრა, 4.0 დაფარება
ფორვარდი: კარლ მელოუნი
საუკეთესო სეზონი (1990-91): 29.0 ქულა, 11.8 მოხსნა, 3.3 პასი, 1.1 ჩაჭრა, 1.0 დაფარება, 52.7% საჯარიმოები
ფორვარდი: კრის მალინი
საუკეთესო სეზონი (1991-92): 25.6 ქულა, 5.6 მოხსნა, 3.5 პასი, 2.1 ჩაჭრა, 0.8 დაფარება, 36.6% სამქულიანები
მცველი: ჯო დუმარსი
საუკეთესო სეზონი (1992-93): 23.5 ქულა, 4.0 პასი, 1.0 ჩაჭრა, 37.5% სამქულიანები, 86.4% საჯარიმოები
მცველი: ტერი პორტერი
საუკეთესო სეზონი (1988-89): 17.7 ქულა, 4.5 მოხსნა, 9.5 პასი, 1.8 ჩაჭრა, 36.1% სამქულიანები
სათადარიგოები: ვეიმან ტისდეილი, მანუტე ბოლი, ჰოთ როდ უილიამსი, დეტლეფ შრემპფი, ქსავიერ მაკდანიელი, ჩარლზ ოუკლი, ეი სი გრინი, მაიკლ ადამსი, ჯერალდ უილკინსი, სპად ვები, მარიო ელი.

მე-2 ადგილი - 2003 წლის დრაფტის ნაკრები

ცენტრი: კრის ბოში
საუკეთესო სეზონი (2009-10): 24.0 ქულა, 10.8 მოხსნა, 2.4 პასი, 1.0 დაფარება
ფორვარდი: კარმელო ენტონი
საუკეთესო სეზონი (2013-14): 27.4 ქულა, 8.1 მოხსნა, 3.1 პასი, 1.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება, 40.2% სამქულიანები
ფორვარდი: ლებრონ ჯეიმსი
საუკეთესო სეზონი (2009-10): 29.7 ქულა, 7.3 მოხსნა, 8.6 პასი, 1.6 ჩაჭრა, 1.0 დაფარება
მცველი: დუეინ უეიდი
საუკეთესო სეზონი (2008-09): 30.2 ქულა, 5.0 მოხსნა, 7.5 პასი, 2.2 ჩაჭრა, 1.3 დაფარება
მცველი: კირკ ჰაინრიხი
საუკეთესო სეზონი (2006-07): 16.6 ქულა, 3.4 მოხსნა, 1.3 ჩაჭრა, 41.5% სამქულიანები
სათადარიგოები: კრის კამანი, ზაზა ფაჩულია, დევიდ უესტი, კაილ კორვერი, ბორის დიაო, ჯოშ ჰოვარდი, ჯეისონ კაპონო, ჯეიმს ჯოუნსი, ლეანდრო ბარბოსა, მო უილიამსი.

“2003 წლის დრაფტი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოა და მასში მინიმუმ 4 კალათბურთელი ფიგურირებს, რომელთაც ლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა გარანტირებული აქვს. ცხადია, აღნიშნულ მოთამაშეებში, პირველ რიგში, ლებრონ ჯეიმსი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც დღემდე NBA-ს უმთავრეს ვარსკვლავად რჩება. საკმაოდ ძლიერად გამოიყურება სათადარიგოთა სკამიც, სადაც მაღლებში კრის კამანი და ზაზა ფაჩულია მოხვდებოდნენ. კამანი კარგი დამცველი იყო და ბევრ ბურთს ხსნიდა, ფაჩულია კი, თავის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა”, - წერს Clutchpoints-ი.

მაიკლ ჯორდანი და ჩარლზ ბარკლი

1-ლი ადგილი - 1984 წლის დრაფტის ნაკრები

ცენტრი: ჰაკიმ ოლაჯუონი
საუკეთესო სეზონი (1989-90): 24.3 ქულა, 14.0 მოხსნა, 2.9 პასი, 2.2 ჩაჭრა, 4.6 დაფარება
ფორვარდი: ოტის ტორპი
საუკეთესო სეზონი (1987-88): 20.8 ქულა, 10.2 მოხსნა, 3.2 პასი, 0.8 ჩაჭრა, 0.7 დაფარება
ფორვარდი: ჩარლზ ბარკლი
საუკეთესო სეზონი (1986-87): 23.0 ქულა, 14.6 მოხსნა, 4.9 პასი, 1.8 ჩაჭრა, 1.5 დაფარება, 59.4% საჯარიმოები
მცველი: მაიკლ ჯორდანი
საუკეთესო სეზონი (1988-89): 32.5 ქულა, 8.0 მოხსნა, 8.0 პასი, 2.9 ჩაჭრა, 0.8 დაფარება, 53.8% საჯარიმოები
მცველი: ჯონ სტოქტონი
საუკეთესო სეზონი (1989-90): 17.2 ქულა, 2.6 მოხსნა, 14.5 პასი, 2.7 ჩაჭრა, 41.6% სამქულიანები
სათადარიგოები: კევინ უილსი, სემ ბოუი, მაიკლ ქეიჯი, სემ პერკინსი, ოსკარ შმიდტი, ჯერომ კერსი, ელვინ რობერტსონი, ჯეი ჰამპფრისი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. NBA-ში მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკი ბაქსში (2004-05, 2013-15), ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები