Thumbnail

პრემიერლიგა | 30-წლიანი ლოდინი დასრულდა - ლივერპული ჩემპიონია [მიმოხილვები]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩელსი 2:1 მანჩესტერ სიტი 
  • იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონია

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში მანჩესტერ სიტის მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რომ ჩემპიონობის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, მაგრამ გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" 1:2 დამარცხდა ჩელსისთან და ლივერპული ოფიოციალურად გახდა ინგლისის ჩემპიონი...

ჩელსი პულიშიჩმა დააწინაურა, თუმცა დე ბრუინეს გოლმა სიტის იმედი დაუბრუნა. გადამწყვეტი 77-ე წუთი გამოდგა, როცა ფერნანდინიომ ხელით თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო და სიტის კარში პენალტი დაინიშნა.

ჩელსი 2:1 მანჩესტერ სიტი 

გოლები: 1:0 პულიშიჩი 36', 1:1 დე ბრუინე 55', 2:1 ვილიანი 78' (პენალტი)


შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა წინა დღით კრისტალ პალასი 4:0 გაანადგურა, მას 86 ქულა გაუხდა და მეტოქეთათვის მიუწვდომელია.


ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა ცნობილია. ლივერპული ზუსტად 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბოლოს ტიტული გუნდმა 1989/90 წლების სეზონში მოიპოვა ტიტული. აღსანიშნავია, რომ რაც პრემიერლიგა დაარსდა ლივერპული ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი

⚽ რაც პრემიერლიგა დაარსდა, ლივერპულმა ტიტული პირველად მოიპოვა.

⚽ ლივერპული ინგლისის ჩემპიონი მე-19-ედ გახდა, მეტი ტიტული მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედს აქვს - 20.

დღეს არსენალმა ახალგაზრდული შემადგენლობით შეძლო სტუმრად საუთჰემპტონის დამარცხება - 2:0, რაც უფრო მასპინძელთა მეკარის, მაკარტის "დამსახურებაა".

კომენტარები

ბოლო ამბები