Thumbnail

ეროვნული ლიგის მესამე ტურის მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა: დინამომ თელავს უმასპინძლა. ერთმანეთს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ეროვნული ლიგის დებიუტანტი დაუპირისპირდნენ. ფავორიტად დინამო ბათუმი იყო მიჩნეული, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

ჯოვინომ ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა

მატჩის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც დინამომ ანგარიში გახსნა, თავი კი ზუსტი დარტყმით ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გია გეგუჩაძის გუნდი პირველ სამ ქულას მოიპოვებდა, მაგრამ თამაში სხვა სცენარით განვითარდა. მეორე ნახევარის დაწყებიდან 8 წუთში ლაშა კოხრეძემ წონასწორობა აღადგინა და მერე ანგარიში აღარც შეცვლილა - 1:1. ბათუმელები ცდილობდნენ გამარჯვების მოპოვებას, ერთხელ ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაარტყა სახიფათოდ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმელმა გულშემატკივრებმა მაინც მოახერხეს საყვარელი გუნდის მხარდაჭერა. “შავი ზღვის პირატებმა” ტრიბუნაზე ბანერები გამოფინეს, ფან სექტორში კი ფეხბურთელებს მუყაოსგან გაკეთებული მინიატურული პირატები დაახვედრეს. თვითონ ქომაგები მოედანთან ახლოს შეიკრიბნენ და გუნდს შეძახილებით და სიმღერებით ამხნევებდნენ.

დინამო ბათუმისთვის ეს ამ სეზონში მესამე მატჩი და მესამე ფრე გახლდათ. შედეგად, გია გეგუჩაძის გუნდს მხოლოდ 3 ქულა აქვს. არადა, ბათუმური გუნდი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

დინამო ბათმი 1:1 თელავი

გოლები: 1:0 ჯოვინო (1), 1:1 კოხრეიძე (53).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე (79. ტეიდი) - გაფრინდაშვილი (46. მანჯგალაძე), ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი (63. ნიქაბაძე).

თელავი (5-3-2): გოშაძე - ჩაბრაძე, ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჩუკვურა - ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი (75. ვარშანიძე), რუხაძე (86. ბაშელეიშვილი) - კოხრეიძე, კვასოვი (60. სამუშია).

კომენტარები

ბოლო ამბები