Thumbnail

'უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი კარიერაა' - VINSANITY კალათბურთიდან წავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვინს კარტერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
  • მან NBA-ში 22 სეზონი გაატარა

NBA-ს ფანების ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ვარსკვლავმა და ასოციაციის რეკორდსმენმა ვინს კარტერმა 43 წლის ასაკში ოფიციალურად დაასრულა კარიერა...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კარტერმა ამის შესახებ The Ringer-ის პოდკასტში გამოაცხადა. მას ჯერ კიდევ სეზონის წინ ჰქონდა ნათქვამი, როცა ატლანტასთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომ ეს სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნებოდა. 

NBA-ს სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო 11 მარტს შეწყდა, თუმცა ვინსს თავისი სტატუსი არ განუახლებია. ასოციაციის გადაწყვეტილებით, სეზონს ორლანდოში 22 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს, მათ შორის არ არის ატლანტა. 

ვინს კარტერი: "ამ სეზონში რაც მოხდა, გასაგებია. ცუდია, რომ ასე მომიწია კარიერის დასრულება, მაგრამ არის რაღაცები, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი კარიერა. არ გამიმართლა, მაგრამ პრობლემას უფრო სხვა კუთხით ვუყურებ - კორონავირუსმა ადამიანების სიცოცხლე წაიღო და ეს გაცილებით უფრო მტკივნეულია. ასე რომ, მზად შევხვდი ამ ყველაფერს და კარიერასაც ვასრულებ".

ვინსენტ ლამარ კარტერ ჯუნიორი 1998 წლის დრაფტზე მე-5 ნომრად აირჩიეს. მან NBA-ში 8 კლუბში ითამაშა, თუმცა უფრო ცნობილია რეპტორსა და ნეტსში ასპარეზობით. ის საშუალოდ 16.7 ქულას აკეთებდა და ქულების საერთო რაოდენობით NBA-ს ისტორიაში მე-19 ადგილზეა.

ვინს კარტერი NBA-ს რეკორდსმენია გატარებული სეზონების მიხედვით - 22. 21-21 სეზონი ითამაშეს რობერტ პერიშმა, კევინ უილისმა, კევინ გარნეტმა და დირკ ნოვიცკიმ. 20-20 - ქარიმ აბდულ-ჯაბარმა და კობი ბრაიანტმა. 

საოცარი ჩატენვის უნარით მან რამდენიმე მეტსახელი დაიმსახურა ფანებისგან: "ვინსენითი", "ეარ კანადა", "ჰალფ მენ, ჰალფ ემეიზინგი". ვინს კარტერმა კარიერაში 8 "ოლ სტარში" მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები