Thumbnail

45 ახალი სახე გუნდში - რუსები ნაკრებისთვის მორაგბეებს საქართველოში ეძებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რუსულმა რაგბიმ ახალი გზა აირჩია
  • მოთამაშეთა ნატურალიზაციის გეგმებში საქართველოს დიდი ადგილი უჭირავს

რუსეთის რაგბის ფედერაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კირილ იაშენკოვმა განაცხადა, რომ ფედერაცია 45 მოთამაშეს აკვირდება მათი ნატურალიზაციის მიზნით...

"ახლა ჩვენი დაკვირვების ქვეშ არის 45 მოთამაშე. ყველაზე მეტად გვაინტერესებს სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია და ავსტრალია, რადგან იქ ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის მორაგბეა და ბევრს აქვს რუსული წარმომავლობა. 
ვაკვირდებით საფრანგეთს - იქ რუსების მიგრაციის რამდენიმე ტალღა იყო ისტორიულად. დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს ეს ნაკლებად ეხება. ასევე ჩვენს სიაში შედის რუსეთის მეზობელი და მეგობარი საქართველო. იქ ისტორიულად ბევრი მორაგბეა, რუსული ფესვებით. 

ნატურალიზაცია სპორტის მრავალ სახეობაში ბუნებრივი პროცესია, ასეა რაგბიშიც. ამით ეროვნულ ნაკრებს მალე გავაძლიერებთ. უკვე ბევრ მათგანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ისინი შეიძლება, შემოდგომით დაგვემატონ.
აქცენტს 20-23 წლის მოთამაშეებზე გავაკეთებთ, არავის ექნება გარანტია, რომ ნაკრებში მოხვდება, ჩვენ მხოლოდ ერთ გარანტიას ვიძლევთ - მორაგბეს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახებენ და შემდეგ მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. 15-25% მაინც რომ გამოგვადგეს ნაკრებისთვის, უკვე ჩავთვლით, რომ პროექტმა გაამართლა". 

იაშენკოვმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით ფედერაცია უცხოელ სკაუტებსაც კი დაიქირავებს და მათ სამსახურს ხანგრძლივი ვადით შესთავაზებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები