Thumbnail
  • დღეს საქართველოს საფეხბურთი ჩემპიონატი განახლდა
  • ბათუმელი ფანების პერფორმანსი თელავთან მატჩისთვის 

დღეს, ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება განახლდა. პანდემიის გამო მატჩები უმაყურებლოდ მიმდინარეობს. ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში ყველაზე უჩვეულო ალბათ დინამო ბათუმისთვის იქნება, რადგან საქართველოს ვიცე-ჩემპიონს მხარდაჭერა არასდროს მოკლებია, განსაკუთრებით კი საკუთარ მოედანზე - ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ყოველთვის ანშლაგია ხოლმე.

ბათუმელი გულშემატკივრები და კერძოდ, "შავი ზღვის პირატები" შეზღუდვის პირობებშიც აპირებენ გუნდის მხარდაჭერას. 'პირატები' პირველივე მატჩს განსაკუთრებული პერფორმანსით შეხვდნენ: ტრიბუნაზე ბანერები გამოკიდეს, ფან სექტორში კი ფეხბურთელებს მუყაოსგან დამზადებული მინიატურული პირატები დაახვედრეს. ბათუმელმა ქომაგებმა ბანერებით საბურთალოს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი, კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ნიკა საბანაძის მიმართ, რომელსაც კარიერის დასრულება მოუხდა და მადლობა გადაუხადეს ექიმებს. პოპსპორტი პირატების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი შარაშიძეს ესაუბრა. 

გიორგი შარაშიძე (შავი ზღვის პირატების ერთ-ერთი ლიდერი): “პანდემიის მიუხედავად, დინამო ბათუმს ჩვენი მხრდაჭერა უნდა ვაგრძნობინოთ. ამიტომ, თელავთან მატჩისთვის პერფორმანსი მოვამზადეთ. ტრიბუნებზე ბანერები გამოვკიდეთ, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ, ფანების ტრიბუნაზე ფეხბურთელებს მუყაოსგან დამზადებული მინიატურული პირატები დახვდათ. ამ ფორმით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვართ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ბაზის გარედან ვუგულშემატკივროთ გუნდს და ფეხბურთელებს ხმა შორიდან მივაწვდინოთ. სეზონის განახლებით ძალიან გახარებულები ვართ, გუნდისგან კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ველით".

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

📸 | დინამო ბათუმის ფანების პერფორმანსი

ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო ბათუმის მეტოქე თელავია. პორველ ორ ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა ორი ფრე ითამაშა და შესაბამისად, ორი ქულა აიღო. ეს მატჩები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემოღებამდე გაიმართა. 

კომენტარები

ბოლო ამბები