Thumbnail

'უახლოეს დღეებში გადაწყდება' - რამდენს გადაიხდის ფენერბაჰჩე კიტეიშვილში?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სიაში 2 ფეხბურთელიღა დარჩა და მათ შესაძენად შეთავაზებებს უკვე ამზადებენ'
  • გრაცის შტურმის ქართველი ფეხბურთელი თურქულ სუპერლიგას უახლოვდება

თურქულმა ფენერბაჰჩემ სატრანსფერო ბაზრისთვის 2 კონკრეტული სამიზნე შეარჩია და მათ გადასაბირებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე უახლოეს დღეებში გადავა. სტამბოლელთა სიაში ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია და პოპსპორტი ამის შესახებ უკვე წერდა, ახლა კი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომელსაც Aksam.com.tr ავრცელებს.

“ფენერბაჰჩეს პირველი შენაძენი მერტ ჰაკან იანდაში გახდა სივასპორიდან, შემდეგი ეტაპი კი ჟუნინიო ბაკუნასა და ოთარ კიტეიშვილის დამატებაა. სტამბოლელთა სიაში არაერთი სასურველი ფეხბურთელი იყო, თუმცა, სამწვრთნელო შტაბში შეჯერდნენ, რომ გუნდს ყველაზე მეტად კურასაოელი და ქართველი ფეხბურთელები გააძლიერებენ. როგორც ირკვევა, ფენერბაჰჩე, შესაბამისად, ინგლისურ ჰადერსფილდსა და ავსტრიულ შტურმს კონკრეტული შეთავაზებებით რამდენიმე დღეში მიმართავს და საკითხიც გადაწყდება. სწორედ მაშინ გავიგებთ, სტამბოლელები აღნიშნულ ფეხბურთელებში რამდენს გადაიხდიან”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელს გრაცელებთან კონტრაქტი 2002 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი მხოლოდ 1.6 მილიონი ევროა, რაც თურქული კლუბისთვის მისაღები ვარიანტი უნდა იყოს. კიტეიშვილი შტურმს 2018 წელს დინამო თბილისიდან 760 ათასი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. სულ, მას ავსტრიული კლუბის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში 9 გოლი და 11 შედეგიანი პასი უგროვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები