Thumbnail
  • COVID-19-მა საკრამენტოს შეუტია, სამეულში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა
  • სეზონის განახლება 30 ივლისს იგეგმება, თუმცა, შესაძლოა, ცვლილება კიდევ მოხდეს

საკრამენტო კინგსის ერთბაშად 3 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი მცველი ბადი ჰილდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში საკმაოდ მაღალი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 19.8 ქულა, 4. მოხსნა, 3.1 პასი.

ინფიცირებულნი არიან ალექსეი ლენი და ჯაბარი პარკერიც, რომლებიც კინგსში თებერვალში ატლანტასთან განხორციელებული გაცვლის შემდეგ აღმოჩნდნენ. უკრაინელმა კალათბურთელმა მონაწილეობა 9 მატჩში მიიღო და მისი საშუალო მონაგარი 6.6 ქულა იყო, ამერიკელმა ფორვარდმა კი მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ საკრამენტო იმ 22 გუნდს შორის იმყოფება, რომლებმაც სეზონის რესტარტში უნდა მიიღონ მონაწილეობა. სავარაუდოა, რომ თამაშები 30 ივლისს ორლანდოში “დისნეის პარკში” განახლდება.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში პირველი კალათბურთელი ვისაც COVID-19 დაუდასტურდა, იუტა ჯაზის ცენტრი რუდი გობერი იყო და ის ვირუსს უკვე 3.5 თვეა ებრძვის, გუშინ ინფიცირებულ მოთამაშეთა რიცხვს დენვერ ნაგეთსის სერბი ლეგიონერი ნიკოლა იოკიჩიც შეუერთდა, მოგვიანებით კი, ვირუსი ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის თანაგუნდელ მალკოლმ ბროგდონსაც დაუდასტურდა.

თუკი ბოლო დღეების მოვლენები ტენდენციაში გადაიზარდა, დიდი შანსია, NBA-ს სეზონის განახლება კიდევ გადაიდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები